ახალი ამბები
ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა - ზუგდიდის საოლქო კომისია
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 7 საათზე დარღვევების გარეშე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, მხოლოდ ორ უბანზე დაფიქსირდა საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული პროცედურული დარღვევა და ის მალევე გასწორდა.

„ყველა საარჩევნო უბანი 8 საათზე მზად იყო ამომრჩევლების მისაღებად“ , -აღნიშნა მესხმა.

ზუგდიდის  ოლქში სულ 119 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული და გახსნილია 109 უბანი, მათ შორის, ერთი კოვიდუბანი. 

Print