ახალი ამბები
ზუგდიდის მე-10 უბნიდან ენმ-ის დამკვირვებელი გააძევეს
ზუგდიდის მე-10 საარჩევნო უბნიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი გააძევეს. მედეა ჯალაღონიას თქმით, ის ანზორ მელიას კლინიკა "გულის" ხელმძღვანელია და აღნიშნულ უბანზე ენმ-ის ხმების დასაცავად იმყოფებოდა.

"დილიდან ცდილობენ შედეგების შეცვლას, აყალბებენ არჩევნებს. ბიულეტენს არ უკეთებდნენ ხელმოწერას, ბეჭედს, მე დავაფიქსირე "კარუსელის" შემთხვევები. ვიცავ ჩემი უფროსის ხმებს, რის გამოც, მემუქრებოდნენ გაგდებით", - ამბობს მედეა ჯალაღონია.

პოლიციის თანამშრომლებმა საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს მედიის წარმომადგენლები, რასაც მცირე დაპირისპირება მოყვა.

Print