ახალი ამბები
თორნიკე ჯანაშია - 52.38%, თეიმურაზ ჯანაშია - 47.62% - მარტვილში უბნების უმრავლესობა დათვლილია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მარტვილის მერი, სავარაუდოდ, მმართველი პარტიიდან წარდგენილი კანდიდატი გახდება. ამ ეტაპზე დათვლილია უბნების 90%.

არჩევნების წინასწარი შედეგებით კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

"ქართული ოცნება", თორნიკე ჯანაშია - 52.38%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თეიმურაზ ჯანაშია - 47.62%;
Print