ახალი ამბები
სენაკში უბნების ნახევარი დათვალეს: ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი
ცესკოს მონაცემებით, სენაკის 44 საარჩევნო უბნიდან, 22 უკვე დათვალეს. ამ ეტაპისთვის, მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი დამაჯერებლად იგებს. კერძოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენლეს ვახტანგ გადელიას ხმების 53,14% ერგო, ხოლო ენმ-ის კანდიდატმა კობა ნაყოფიამ 46,86% აიღო. სენაკში სულ 39 130 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print