ახალი ამბები
ადამიანებმა წალენჯიხიდან გამარჯვების ისტორია დაწერეს - გია ხარჩილავა
წალენჯიხაში მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. გია ხარჩილავა მადლობას უხდის ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის და წერს, რომ ცვლილებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიეცა ბიძგი.

"დიდებული ამბავის თანამონაწილეები ვიყავით. მთელი ეს პერიოდი და მთელი ცხოვრება პასუხისმგებლობად გამყვება ეს მხარდაჭერა. ბევრი რამ უნდა მოვთხოვო ჩემს თავს, თქვენი საკადრისი წალენჯიხის გამორჩეულობა რომ შევქმნათ ერთად, ჩემო ძვირფასო ადამიანებო. მინდა გითხრათ მ ა დ ლ ო ბ ა!​ მეიმედებოდით, გეიმედებოდეთ!", - ნათქვამია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ფეისბუქ გვერდზე.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ხარჩილავას წალენჯიხის მოსახლეობის 51.1%-მა დაუჭირა მხარი. "ქართული ოცნებიდან" წარდგენილ გოგა გულორდავას კი 48.9%-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
Print