ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 382 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 389 პირი, ხოლო 42 პაციენტი გარდაიცვალა.

ხალი შემთხვევიდან, თბილისში 1 287 გამოვლინდა, აჭარა - 141, იმერეთი - 664, ქვემო ქართლი -292, შიდა ქართლი - 219, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი -197, კახეთი - 352, მცხეთა-მთიანეთი - 76, სამცხე-ჯავახეთი -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 48 658, საიდანაც 6 468 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი. 41 097 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 719 247-ს.

Print