ახალი ამბები
ბიზნესისთვის ბუნებრივი აირი გაძვირდება
1-ლი დეკემბრიდან რეგიონებში საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზი 20 თეთრით გაძვირდება. „სოკარ ჯორჯია გაზი“ ფასის ზრდას დანახარჯების ზრდას და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას უკავშირებს.

„2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1მ 3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის“, – წერია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, აქამდე 1 კუბ.მეტრ ბუნებრივი აირის ფასი 95 თეთრი იყო.

Print