ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 190 ადამიანი დაინფიცირდა და 2 გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 660 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 190 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო დღე - ღამეში კორონვირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 80 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 22 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 17, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 16, გაგრის კლინიკაში – 34, მათგან 7 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 13 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 102 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 31 980 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 463, გამოჯანმრთელდა 27 001 მოქალაქე.


Print