ახალი ამბები
მარტვილის ეპარქიაში განკვეთილ ბერებს ტაძრის დატოვების ვადა დღეს ეწურებათ

მარტვილის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილ ბერებს ტაძრის დასატოვებლად მიცემული დრო დღეს ეწურებათ. სასულიერო პირები ეკლესიის

დატოვებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მათი გაშვების უფლება არავის არა აქვს.

 

„რომელი ეკლესიის წარმომადგენლები ესენი არიან, რომლებიც მონაზონს ეუბნებიან, შენ მონაზონი აღარა ხარ, მონასტრიდან გადიო... ჩვენ როგორც მონაზვნებს აღთქმა გვაქვს დადებული მონასტრიდან გაუსვლელობაზე, მორჩილებაზე. მონასტრიდან გაუსვლელობაზე  ჩემსა და ღმერთს შორის დადებულ აღთქმაში, რომ ჩაერევა, მითხარით ვინ არის ის, რომელი ეკლესიის და ქრისტიანობის წარმომადგენელი“, - ამბობს არქიმანდრიტი ათენოგენი (მდივანი), რომელიც მღვდლობიდან განკვეთეს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან მიმდინარე წლის 19 სექტემბერს განკვეთა.

 

Print