სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს სამი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.      
 ამავე ცნობით, ისინი ფოთის და რუხის კლინიკებში გადიოდნენ მკურნალობის კურსს. მათი ასაკი 80-დან 90  წლამდე მერყეობს. გარდაცვლილებიდან, ორი ფოთის მკვიდრი იყო, ხოლო ერთი წალენჯიხაში ცხოვრობდა.
დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, 400-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, მკურნალობას აგრძელებს 490 პაციენტი.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები