ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით 3 პირი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს სამი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამავე ცნობით, ისინი ფოთის და რუხის კლინიკებში გადიოდნენ მკურნალობის კურსს. მათი ასაკი 80-დან 90 წლამდე მერყეობს. გარდაცვლილებიდან, ორი ფოთის მკვიდრი იყო, ხოლო ერთი წალენჯიხაში ცხოვრობდა.

დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, 400-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, მკურნალობას აგრძელებს 490 პაციენტი.


Print