ახალი ამბები
სასულიერო პირებმა პოლიციის სამმართველო დატოვეს
მარტვილის პოლიცია ამ ეტაპისთვის ყველა დაკავებულმა სასულიერო პირმა დატოვა. ბოლოს დაკითხვიდან მამა ტარიელ და დანიელ გულუები გამოვიდნენ. ამ წუთებში ისინი სალხინოს ღვინის სახლში იმყოფებიან და მრევლს ხვდებიან. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს სამი პირის მიმართ, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, დღეს დილით სალხინოს სამონასტრო კომპლექსიდან ბერები, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, სამართალდამცავებთან ერთად, ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. მიტროპოლიტის მიერ განკვეთილ ბერებს ტაძრის დასატოვებლად მიცემული დრო გუშინ ამოეწურათ.


ამავე თემაზე: 

ადვოკატი - პოლიციაში მყოფი სასულიერო პირებიდან, 2-ს დაუმორჩილებლობას ედავებიან
Print