ახალი ამბები
ხობში პოლიციელი, სავარაუდოდ, თანამშრომელმა განყოფილებაში მოკლა
ხობის სოფელ ჭალადიდში, პოლიციის განყოფილებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით სამართალდამცავი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელიც პოლიციელია. ამავე ცნობით, შემთხვევას, წინ უძღოდა თანამშრომლებს შორის ურთიერთშელაპარაკება. უცნობია რა გახდა პოლიციელებს შორის უთანხმოების მიზეზი.

ჩვენი ინფორმაციით, კოლეგების გარდა, ისინი ერთმანეთის ახლობლებიც არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ, სავარაუდო, დამნაშავე პოლიციას ადგილზე ჩაბარდა.

პროკურატურაში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
Print