ახალი ამბები
სალხინოს ტაძართან განკვეთილი მღვდელი და სამოქალაქო პირი დააკავეს
მარტვილში, სალხინოს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი განკვეთილი სასულიერო პირი დააკავეს. ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რატომ არ შეუშვა პოლიციამ ტაძარში ახალგაზრდების ჯგუფი და რატომ დააკავეს ისინი.

„საბჭოთა კავშირის რეჟიმი მყარდება ქვეყანაში. საერთოდ არ არსებობს ეკლესიური და ქრისტიანული თავისუფლება. დღეს სახელმწიფომ და ეკლესიამ ერთად გადაწყვიტეს ადამიანის თავისუფლების ხელყოფა, ადამიანის, რომელიც ქრისტიანია და ამხელს რეჟიმს. ეს პოლიციელებიც წმენდნენ გზას იმისთვის, რომ აღსრულდეს საბჭოთა რეჟიმი“, - ამბობს მამა ათენოგენი, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ განკვეთა.

ინფორმაციისთვის, აქ ცოტა ხნის წინ 7 ახალგაზრდა დააკავეს, რომლებსაც ტაძარში სურდათ შესვლა. ისინი, სავარაუდოდ, პოლიციაში არიან გადაყვანილები.

Print