ახალი ამბები
აფხაზური დელეგაცია ნიკარაგუაში არჩევნებს "აკვირდებოდა"
აფხაზური დელეგაცია ნიკარაგუაში ჩავიდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, "აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი" დაურ კოვე თავის ნიკარაგუელ კოლეგას დენის მონკადას შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის, ასევე სოხუმსა და მანაგუას შორის დაძმობილების შესახებ შეთახმებას მოაწერეს ხელი.

არჩევნები ნიკარაგუაში 7 ნოემბერს დასრულდა, მოსალოდნელია, რომ გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, 75 წლის დანიელ ორტეგა გამოცხადდება, რომელიც 2006 წლიდან იკავებს ამ თანამდებობას. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია ორტეგას ცოლი როსარიო მურილიო.

ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ საქართველოს ორი რეგიონის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" 2008 წლის სექტემბერში აღიარა.


Print