ახალი ამბები
განკვეთილი ბერები სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვენ
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები სახალხო დამცველს მიმართავენ და სთხოვენ მათი საქმით დაინტერესდეს. ბერები თვლიან, რომ ტაძრიდან გაძევებით მათი უფლებები ირღვევა. ამასთან, ამბობენ, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ და ქუჩის აქციებსაც დაიწყებენ.

„სახალხო დამცველი ჩვენ არ გვაქცევს ყურადღებას. მივმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას, მოგვხედოს, რამეთუ დარღვეულია აქ ადამიანის უფლებები. ეკლესიის ადმინისტრაცია ჩვენ გვებრძვის, რომელიც დაკომპლექტებულია "კაგებეშნიკებით", "კაზაკებით". მოგვადგნენ და გამოგვყარეს მონასტრიდან. პოლიცია ჩადგა ჩვენსა და მათ შორის და იცავს იმათ... ჩვენ აქედან არ წავალთ, აქ იქნება ყოველ დღე ასეთი ამბები. იძულებულები ვართ გადავიდეთ ალბათ ქუჩის აქციებზე. ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს", - ამბობს არქიმანდრიტი ათენოგენი.

ინფორმაციისთვის, განკვეთილ ბერებს ტაძრის დატოვების დრო ხუთშაბათს ამოეწურათ. მას შემდეგ სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მრევლი და განკვეთილი ბერები იმყოფებოდნენ, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. გუშინ, 7 ნოემბერს ტაძრის სიახლოვეს 10-მდე ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი დააკავეს. მოგვიანებით, ერთის გარდა, ისინი პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.
Print