ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 440-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 792 პირი, ხოლო 75 გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევიდან, თბილისში 2 253 დაფიქსირდა, აჭარა - 203, იმერეთი - 1 160, ქვემო ქართლი - 357, შიდა ქართლი - 511, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 442, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 197, სამცხე-ჯავახეთი - 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 536, საიდანაც 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 359 პირი, ხოლო 45 428 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 761 067-ს.

Print