რეგიონი
მესტიაში ახალი საბაგირო კომპლექსი გაიხსნება
მესტიაში, ზურულდის მთაზე, ახალი საბაგირო კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ცნობით, საბაგირო 2021-2022 წლის სეზონზე მიიღებს დამსვენებლებს.

უკვე ცნობილია რეგულაციების შესახებ, რომელიც ზამთრის სეზონზე, მთის კურორტებზე ამოქმედდება. 10-ადგილიან გონდოლას ტიპის საბაგიროში, 8 მგზავრი დაიშვება. ღია სავარძლის ტიპის საბაგიროები სრული დატვირთვით იფუნქციონირებს.

10-ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროს გამტარიანობა, საწყის ეტაპზე, საათში - 1800 მგზავრი იქნება, ხოლო საბაგიროს სიგრძე - 1421 მეტრი.

სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ–შვეიცარიული კომპანია „დეპოლმაიერ გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.
Print