რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების  4 563 ახალი შემთხვევა, მათგან 311 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 771 381-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 744 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 705 312.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 77 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას ჯამში 10 739 პირი ემსხვერპლა.
Print