სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.   
სამივე ინფიცირებული მკურნალობას რუხის კლინიკაში გადიოდა. ისინი ზუგდიდის, ხობისა და სენაკის მკვიდრები იყვნენ.  მათი ასაკი 70-დან 90 წლამდე მერყეობს.
დღის განმავლობაში  259 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 311 მოქალაქე დაინფიცირდა.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები