ახალი ამბები
რუხის კოვიდკლინიკაში 3 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.

სამივე ინფიცირებული მკურნალობას რუხის კლინიკაში გადიოდა. ისინი ზუგდიდის, ხობისა და სენაკის მკვიდრები იყვნენ. მათი ასაკი 70-დან 90 წლამდე მერყეობს.

დღის განმავლობაში 259 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 311 მოქალაქე დაინფიცირდა.

Print