ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მომდევნო დღეები თბილი და უნალექო იქნება.

კერძოდ, 11-12 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 13-15 ნოემბერს +17, +22 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში დღეს და ხვალ შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. შემდგომში, 16 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.


Print