სამეგრელოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, 39 პაციენტი კი მძიმედაა									
			
		
						
			
			
			
								სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს რეგიონში კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  
66 წლის ქალი სენაკის მკვიდრია და ის კლინიკა ,,ლაზიკა მედში'' მკურნალობდა.
დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 341 პირი გამოჯანმრთელდა. კოვიდცენტრებში მკურნალობას კი 496 პაციენტი აგრძელებს, მათგან 39-მდე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კარანტინში 24 ინფიცირებული მოქალაქე რჩება.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები