რეგიონი
სამეგრელოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, 39 პაციენტი კი მძიმედაა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს რეგიონში კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 66 წლის ქალი სენაკის მკვიდრია და ის კლინიკა ,,ლაზიკა მედში'' მკურნალობდა.

დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 341 პირი გამოჯანმრთელდა. კოვიდცენტრებში მკურნალობას კი 496 პაციენტი აგრძელებს, მათგან 39-მდე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კარანტინში 24 ინფიცირებული მოქალაქე რჩება.





Print