ახალი ამბები
სამეგრელოში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების  ცნობით, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები ექსკავატორისა და სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით უკანონოდ ახდენდნენ ქვიშა-ხრეშის მოპოვებას.

შედგა შესაბამისი აქტები, ხოლო ტექნიკა დაილუქა.


Print