ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 820 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6 017 პირი, ხოლო 82 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევიდან, თბილისში 820 დაფიქსირდა, აჭარა - 96, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 87, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 429, საიდანაც 6 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პაციენტი, ხოლო 44 391 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 785 911-ს.

Print