ახალი ამბები
ზუგდიდში სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს
ახლად არჩეული საკრებულოს 4 დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია და დარიკო არქანია, ასევე ექიმი მალხაზ ჯალაღონია, ზუგდიდში შიმშილობას იწყებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ უთხრა. მან მადლობა გადაუხადა მოშიმშილეებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. 

"უკვე 40 დღეზე მეტია საქართველოს მესამე პრეზიდენტს იმეტებენ სასიკვდილოდ. სწორედ ამიტომ, ჩვენმა თანამებრძოლებმა მიიღეს მძიმე გადაწყვეტილება, ერთადერთი მოთხოვნით, გადაიყვანონ სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი", - თქვა წითლიძემ.

მისივე თქმით, მოშიმშილეები ზუგდიდის საკრებულოს შენობაში, ფრაქცია ენმ-ის ოთახში დარჩებიან.
Print