ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში მოშიმშილეებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოუძახეს
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ მოშიმშილეებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოუძახეს. 2 მათგანი, ხათუნა შამუგია და მაია კალანდია თავს შეუძლოდ გრძნობენ. ენმ-ის წევრების ინფორმაციით, მათთვის ექიმის გამოძახება დილითაც გახდა საჭირო. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ახლად არჩეული საკრებულოს 4 წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ექიმი მალხაზ ჯალაღონია 3 დღეა შიმშილობენ. 


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში მოშიმშილეებს საკრებულოს სხდომის დარბაზის დატოვება წერილობით თხოვეს

მოშიმშილეებმა ბესიკ ჭეჟიას უარი უთხრეს საკრებულოს სხდომათა დარბაზის დატოვებაზე





Print