ახალი ამბები
გაზის გათიშვის გამო ზუგდიდის რამდენიმე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
ბუნებრივი აირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ზუგდიდის რამდენიმე საჯარო სკოლა სწავლებას ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ "ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, ქალაქის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-10 და მე-12, ასევე რუხის და ცაიშის სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებს 25 ნოემბერს დაუბრუნდებიან.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში გათბობა მიმდინარეობდა ბუნებრივ აირზე. შესაბამისად, ეს სკოლები გადავიყვანეთ დისტანციურ სწავლებაზე. სხვა სკოლებში ჩვეულებრივად გრძელდება სასწავლო პროცესი, ნაწილი გამოიყენებს ელექტრო ღუმელებს", - აღნიშნა ბულიამ.

ინფორმაციისთვის, ბუნებრივი აირის მიწოდება 20 ნოემბერს, 12 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და 24 ნოემბრის დღის ბოლომდე დასრულდება.

Print