ახალი ამბები
სოხუმი: აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დაინიშნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა მინისტრად" ინალ არძინბა დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი. ინფორმაციას "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, დაურ კოვე, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2016 წლამდე იკავებდა, სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

31 წლის ინალ არძინბა ამ დრომდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახლმწიფო მრჩეველი იყო. 2018 წლამდე ის რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს ხელმძღვანელობდა. 2020 წელს მან დააარსა კონკურსი "აფხაზეთის სიამაყე" ახალგაზრდა მენეჯერებისთვის. 2021 წლიდან ის "პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ერთად ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერის პლატფორმის "აფხაზეთის მომავალი" საპატიო თავმჯდომარეა", წერს "აფსნიპრესი".



Print