Error
რეგიონი
ოკუპირებული რეგიონები "დამოუკიდებლობის" დღეს აღნიშნავენ
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმები დღეს რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების 5 წლისთავს აღნიშნავენ. თარიღთან დაკავშირებით ოკუპირებულ რეგიონებში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. ერთი დღით ადრე კი აფხაზეთს სამუშაო ვიზიტით ვლადიმერ პუტინი ესტუმრა. რუსეთის პრეზიდენტი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს ბიჭვინთაში შეხვდა. კრემლის პრეს–სამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ანქვაბმა ორმხირივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
Print