რეგიონი
ზუგდიდში საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა, ზუგდიდში მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ერთ-ერთი მოშიმშილის და ახლად არჩეული საკრებულოს წევრის, ხათუნა შამუგიას თქმით, ისინი ამით ბრძოლას არ წყვეტენ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის 50-ე დღეს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანას დათანხმდა.  მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ  დამძიმდა და გარკვეული დროით გონება დაკარგა.

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების დასკვნით, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი და იქ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ვერ მოხერხდება. ეს დასკვნა კონსილიუმმა ერთი დღით ადრე გააჟღერა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გონებას დაკარგავდა. 

მესამე პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სამართლიან სასამაროს უფლებას ითხოვს.


Print