ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 326 პირს დაუფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 331 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 326 შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 804 პირი, ხოლო 57 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 623 გამოვლინდა, აჭარა - 184, იმერეთი - 822, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 428, გურია - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 326, კახეთი - 311, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 46 393, საიდანაც 6 523 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, 38 722 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 603 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 826 714-ს.

Print