ახალი ამბები
არჩილ თოდუა: მიგვაჩნია რომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს ახალმა საკრებულომ
მიგვაჩნია და ვფიქრობთ რომ დღევანდელი ბიუჯეტის დამტკიცებაში ჩართული უნდა ყოფილიყო ახლად არჩეული საკრებულო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ უთხრა. მისი შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, სპეციალურად არ ნიშნავს საკრებულოს პირველ სხდომებს, იმისთვის რომ ძველ საკრებულოებს მიეცეთ ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებლობა.

"რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს ახალ არჩეულმა საკრებულომ. კანონი ამ შემთხევაში ფორმალურად არ ირღვევა, თუმცა ლოგიკურია, ის რომ ბიუჯეტის დამტკიცებაზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ საკრებულომ რომელიც შემდგომში მისი შესრულების კონტროლზე იქნება პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს უნდა ემსჯელა ბიუჯეტის პროექტზე, მას უნდა ჩაეტარებინა საჯარო განხილვები და მიეღო გადაწყვეტილება ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ", - თქვა არჩილ თოდუამ.

ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. მას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები და მერიის თანამშრომლები ესწრებიან. ოპოზიცია სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მათ გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ მომდევნო წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, საკრებულოს ძველი შემადგენლობა იღებს.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდის საკრებულოს სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან

ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ზუგდიდის საკრებულოსთან ოპოზიცია აქციას მართავს


Print