ახალი ამბები
პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოსთან აქციის 2 მონაწილე დააკავა
ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ, პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. მანამდე, პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ რამდენჯერმე ცადა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების დატოვება, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. ფიზიკური დაპირისპირების დროს ახლად არჩეული საკრებულოს წევრი დავით ფიფია და ენმ-ის მხარდამჭერი გენკა შელია დააკავეს.

ზუგდიდის საკრებულოსთან, სადაც დღეს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული, აქცია დილიდან მიმდინარეობს. შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტს საკრებულოს ძველი შემადგენლობა იღებს.

ამავე თემაზე: 

ანა წითლიძე დღეს "ჩაიჭრა" - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

არჩილ თოდუა: მიგვაჩნია რომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს ახალმა საკრებულომ

ზუგდიდის საკრებულოს სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან

ზუგდიდის საკრებულოსთან ოპოზიცია აქციას მართავს


Print