ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცეს
ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ზუგდიდის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ მომდევნო წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ. სხდომის დასრულები შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და აღნიშნა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ლეგიტიმურია. მან ზუგდიდის მოსახლეობას ბიუჯეტის მიღება მიულოცა და თქვა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარების ტემპს ყველა მოქალაქე იგრძნობს.

"გასულ წლებში რა ტენდენციები იყო ეს არ არის განმსაზღვრელი როდის მივიღებთ, მთავარია რომ ჩვენ კანონიერად, პროცედურების სრული დაცვით მივიღეთ ბიუჯეტი, თორემ კონკრეტულ თარიღს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება სამართლიანობას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - როდესაც ოპოზიცია მოწადინებულია და მომართულია, რომ ბიუჯეტი იყოს მათ ტყვეობაში, მათ ხელში იმისათვის რომ შეიქმნას კრიზისი, გაჩერდეს მუნიციპალიტეტი, ამის საშუალებას ნამდვილად არ მივცემთ", - თქვა წოწერიამ.

საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ, პარლამენტის წევრი ანა წითლიძე და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გააძევეს. პარალელურად, საკრებულოსთან დილიდან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია.

ამავე თემაზე: 

პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოსთან აქციის 2 მონაწილე დააკავა

ანა წითლიძე დღეს "ჩაიჭრა" - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

არჩილ თოდუა: მიგვაჩნია რომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს ახალმა საკრებულომ

ზუგდიდის საკრებულოს სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან

ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ზუგდიდის საკრებულოსთან ოპოზიცია აქციას მართავს
Print