ახალი ამბები
ბესიკ ჭეჟია ბიუჯეტის მიღებაზე - ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება
სამართლიანია ყველაფერი, რაც კანონის ფარგლებში ჯდება, - ასე უპასუხა ზუგდიდის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრმა ბესიკ ჭეჟიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს ბიუჯეტის მიღების თაობაზე. მისი თქმით, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან.

"მოქმედმა საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. დავამტკიცეთ ადგილობრივი ბიუჯეტი რათა ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს არ ჰქონოდათ საშუალება ბიუჯეტის ჩაგდებისა, მუნიციპალიტეტის მერის მუშაობის და პროექტების შესაჩერებლად", - თქვა ჭეჟიამ.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ზუგდიდის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ მომდევნო წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცეს

პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოსთან აქციის 2 მონაწილე დააკავა

ანა წითლიძე დღეს "ჩაიჭრა" - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

არჩილ თოდუა: მიგვაჩნია რომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს ახალმა საკრებულომ

ზუგდიდის საკრებულოს სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან

ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ზუგდიდის საკრებულოსთან ოპოზიცია აქციას მართავს
Print