ახალი ამბები
ჩერნომორენერგო - აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ქსელებზე გაზრდილი დატვირთვის გამო 25 ნოემბერს, ღამის საათებში აჩიგვარას მაღალი ძაბვის ხაზი დაზიანდა.კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დაწყება მხოლოდ დილიდან მოხერხდა.

ამ ეტაპზე აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მარაოსებრი გათიშვების გრაფიკი აფხაზურმა კომპანია "ჩერნომორენერგომ" 16 ნოემბრიდან დააწესა, რაც ელექტროენერგიის მიწოდების 1 საათით შეზღუდვას გულისხმობდა, ახალი გრაფიკით, რომელიც 23 ნოემბრიდან ამოქმედდება, სოხუმის სხვადასხვა უბანზე ელექტროენერგია დღე - ღამეში 4 - ჯერ, თითო საათით ითიშება.

ელექტროენერგიის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვას აფხაზი ენერგეტიკოსები ამინდის გაუარესებას და შესაბამისად, მისი მოხმარების გაზრდას, ასევე კრიპტოვალუტის მაინინგს უკავშირებენ.









Print