ახალი ამბები
"უონჯღორეეფი" - პროტესტი ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცების გარშემო განვითარებულ მოვლენებზე
სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ, გუბერნიის გვერდით შენობაზე წარწერა - "უონჯღორე(ეფ)" (უსირცხვილო(ები). ქართ.) დატოვა. მას პოლიციამ წარწერის დასრულების უფლება არ მისცა და პულვერიზატორი წაართვა. ზარანდიას თქმით, დღევანდელი დღე არის სირცხვილი და მისი პროტესტი სწორედ ამას გამოხატავს.

"დღევანდელი დღე არის გულის ამრევი თავის ოპოზიცია-პოზიციანად. აქ დღეს პოლიციელის მუნდირიც კი დასაცავია", - ამბობს ზარანდია.

მან წარწერის დასრულება კვლავ ცადა, მაგრამ ამჯერად ხელი სამოქალაქო პირმა შეუშალა, რომელიც აქტივისტს შენობის მესაკუთრე პირად გაეცნო.

ზარანდიამ მოქალაქეს ჰკითხა, რამდენს ითხოვდა ის ზიანის ასანაზღაურებლად, თუმცა კერძო მესაკუთრეს მისგან არაფერი მოუთხოვია. ინციდენტი მალევე ამოიწურა.


ამავე თემაზე: 

ბესიკ ჭეჟია ბიუჯეტის მიღებაზე - ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება

ზუგდიდის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცეს

პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოსთან აქციის 2 მონაწილე დააკავა

ანა წითლიძე დღეს "ჩაიჭრა" - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

არჩილ თოდუა: მიგვაჩნია რომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს ახალმა საკრებულომ

ზუგდიდის საკრებულოს სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან

ზუგდიდის საკრებულოსთან ოპოზიცია აქციას მართავს
Print