ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 356 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 534 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 742 პირი, ხოლო 74 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 811 დაფიქსირდა, აჭარა - 176, იმერეთი - 829, ქვემო ქართლი - 265, შიდა ქართლი - 370, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 356, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 111, საიდანაც 6 574 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 831 248-ს.
Print