ახალი ამბები
28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 9 მილიონი დოლარის ხურმა და მანდარინი გაიტანეს
2021 წლის 28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 10.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (4 165 ტონა), რუსეთში (3 501 ტონა), უკრაინაში (2 230 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა).

ამავე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყნიდან 8 376 ტონა მანდარინი გაიტანეს, რომლის ღირებულებამ 4.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 113%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 109%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა: რუსეთში (5153 ტონა), სომხეთში (2221 ტონა), უკრაინაში (651 ტონა), მოლდოვაში (141 ტონა), ყაზახეთში (61 ტონა), ყირგიზეში (60 ტონა), სლოვენიასა (50 ტონა) და სხვა ქვეყნებში (39 ტონა).

Print