ახალი ამბები
გალის რაიონში კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის, კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გალის რაიონში, სოფელ პირველ ოტობაიაში, 20 000 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს, რომელიც სამეგრელოში გადასატანად იყო გამზადებული, წერს „აბხაზია ინფორმი“. ამავე ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ენგურის გამშვებ პუნქტზე, სამეგრელოდან აფხაზეთის რეგიონში საქონლის (ტანსაცმელი, წონით 60 კგ.) „უკანონო“ გადატანის მცდელობა აღკვეთეს.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მოქალაქის ხელბარგიდან, რომელიც ენგურის ხიდს კვეთდა გალის რაიონის მიმართულებით, 30 ერთეული სხვადასხვა დასახელების საქონელი ამოიღეს.

აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე მასალები გადაეცა „აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს“, წერს გამოცემა.


Print