ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 475 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 050 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 214 პირი, ხოლო 80 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 1 821 დაფიქსირდა, აჭარა - 240, იმერეთი - 865, ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 482, გურია - 160, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 475, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი - 172, სამცხე-ჯავახეთი - 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 69.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 362, საიდანაც 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი. თვითიზოლაციაში კი 40 494 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 845 643-ს.

Print