ახალი ამბები
სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადები წესდება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. კერძოდ, დავალიანების დაფარვა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები.

გადახდის სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის მოქალაქეებმა საკუთარი გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს, ქ. თბილისში – "თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას" ("თელმიკო"), ხოლო რეგიონებში – "ეპ ჯორჯია მიწოდებას".

სემეკ-ის ცნობით, ცვლილების გამო ადგილი არ ექნება ზედმეტობით დარიცხვებს და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება.


Print