ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 328 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 295 პირი, ხოლო 72 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 491 დაფიქსირდა, აჭარა - 172, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 327, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 199, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 163, საიდანაც 6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში კი 42 319 ადამიანი მყოფება.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 853 833-ს.
Print