ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. მათან 2 ზუგდიდის, ხოლო 1 სენაკის მკვიდრი იყო. ისინი რუხისა და სენაკის კოვიდმიმღებ კლინიკებში გადიოდნენ მკურნალობის კურსს. გარდაცვლილების ასაკი 60-დან 90 წლამდეა მერყეობს.

დღის განმავლობაში 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 328 დაინფიცირდა.

ამ ეტაპისთვის რეგიონის კლინიკებში 470-ზე მეტი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

Print