ახალი ამბები
ზუგდიდში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს 6 მოადგილე ეყოლება
ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში 2 ფრაქცია შეიქმნა. მათგან ერთი, "გახარია- საქართველოსთვის" დეპუტატებისგან შედგება და მას გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი მალხაზ თორია იქნება. 

რაც შეეხება მმართველი გუნდის ფრაქციას, მისი თავმჯდომარე ზუგდიდის ყოფილი მერი ირაკლი გოგოხია გახდა. მას 6 მოადგილე ეყოლება, მათ შორის არიან "ქართული ოცნების" დეპუტატები თაზო ფაცაცია, ეკატერინე კიფაია, ოთარ ქადარია, თამუნა ჯიქია, სანდრო სორდია და ჯონი ჯიქია. 

საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო. ოპოზიციური პარტიების მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნატალია პაპასკირმა განმარტა, რომ სხვა პროცედურების ჩასატარებლად კვორუმი ვერ შედგა და სხდომის გადადება იყო საჭირო.


ამავე თემაზე: 

"საქართველოსთვის" წევრებმა ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა დატოვეს

ენმ-ის დეპუტატებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრმა მირანდა მესხს ხელბორკილები გადასცა

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა დაიწყო


Print