ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 274 მოქალაქეს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 950 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 014 პირი, ხოლო 40 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 1 657 დაფიქსირდა, აჭარა - 152, იმერეთი - 686, ქვემო ქართლი - 222, შიდა ქართლი - 343, გურია - 108, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 274, კახეთი - 208, მცხეთა-მთიანეთი - 126, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 695, საიდანაც 6 528 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, ხოლო 40 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 861 883-ს.

Print