ახალი ამბები
ზუგდიდისა და მესტიის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა
ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. ავტოტრანსპორტს გადაადგილება ორივე მიმართულებით წუხელ საღამოდან შეუძლია. სპეციალური ტექნიკა დამატებით ძალასთან და მაშველებთან ერთად ადგილზე, თითქმის, ოცი საათის განმავლობაში მუშაობდა, რის შედეგადაც გზის დიდი ნაწილი ჩამოშლილი კლდოვანი მასისგან გაიწმინდა, დარჩენილ დიდი მოცულობის ლოდსაც, სავარაუდოდ, მძიმე ტექნიკა გადაიტანს. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგებიც, რომელთაც ქანები უნდა შეისწავლონ.

გზა გუშინ მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი, მოძრაობა კი აკრძალული იყო. მიზეზი ჩამოწოლილი მეწყერია, რამაც ძლიერი ქვათაცვენა გამოიწვია.


Print