ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მანქანა დაზიანდა, მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი.  თვითმხილველების ინფორმაციით ერთმანეთს ჯერ 2 მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რამაც პარკინგზე დატოვებული სხვა ავტომობილების დაზიანება გამოიწვია.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. მომხდარის გამო ნაწილობრივ შეფერხებულია საავტომობილო გზაზე მოძრაობა.


Print